Sunday, December 11, 2011

სოკრატე




პლატონი (ბერძ: Πλάτων Plátōn) (დაახ. 21 მაისი ?, ძვ.წ. 427 – 347) -- ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი.

პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს (მაგ. პირველი ალკიბიადე, კლიტოფონი) ან კიდევ ფალსიფიცირებული (მაგ. დემოდოკუსი, მეორე ალკიბიადე).

პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.

ბიოგრაფია

პლატონი სავარაუდოდ ათენში ან ეგინაში დაიბადა მაისში ან დეკემბერში ძვ.წ. 428 ან 427 წელს საშუალო შეძლების არისტოკრატთა ოჯახში. მამამისს არისტონი ერქვა, დედას კი - პერიქციონა. მისი ოჯახი ძველი ათენელი მეფეების გენეალოგიის ერთ-ერთი განშტოების შთამომავლებად ითვლებოდნენ და ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით ის განთქმულ პოლიტიკოსს კრიტიასს ენათესავებოდა. ჰელენისტი ისტორიკოსის დიოგენეს მიხედვით, პლატონის დაბადების სახელი არისტოკლე უნდა ყოფილიყო, ხოლო პლატონი მისმა ჭიდაობის მასწავლებელმა არისტონ არგოსელმა დაარქვა ტანადობისა და ფიზიკური სიძლიერის გამო. მეორე ვერსიით პლატონს სახელი მისი ფართო შუბლის, ან მისი ვრცელი შეხედულებების გამო ეწოდა (პლატოს ბერძნულად ფართეს, ვრცელს ნიშნავს).

პლატონი სოკრატეს მოსწავლე ადრეულ სიყმაწვილეში ხდება და, როგორც თავად აღნიშნავს საკუთარ წერილებში, ის დაესწრო საკუთარი მასწავლებლის სასამართლოს, თუმცა არა განსასჯელის აღსრულებას. ქალაქის მიერ სოკრატეს გაწირვამ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა და მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად მის მასწავლებლზე მოგონებებს წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ მისი ეთიკური ნაშრომების უმრავლესობა ისეთ საზოგადეობაში ცხოვრებისკენ მისწრაფებაა, სადაც ამგვარი უსამართლობა შეუძლებელი იქნებოდა. სოკრატეს სიკვდილიდან მომდევნო თორმეტი წლის განმავლობაში პლატონი მოგზაურობს იტალიაში, სიცილიასა და ეგვიპტეში ცოდნის გასაღრმავებლად.

40 წლის ასაკში, ათენში დაბრუნების შემდეგ, პლატონი აკადემოსის ჭალაში, ათენთან, აფუძნებს ერთ-ერთ უძველეს დღემდე ცნობილ ორგანიზებულ სკოლას დასავლურ სამყაროში. აკადემია მიწის შემოსაზღვრული ვრცელი ნაკვეთი იყო, რომელიც ერთ დროს ათენის მოქალაქეს, სახელად აკადემოსს, ეკუთვნოდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს თანახმად ადგილს სახელი უძველესი გმირის პატივსაცემად დაერქვა. ამ აკადემიამ იმოქმედა 529 წლამდე, როცა ის იუსტინიანე I ბიზანტიელმა დახურა, ვინაიდან მისი წარმოდგენით ეს დაწესებულება ქრისტიანობის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენდა. ამ აკადემიაში იმ დროის მრავალი მოაზროვნე სწავლობდა, მათ შორის არისტოტელეც.

პლატონზე დიდი ზეგავლენა იქონია რამდენიმე ადრეულმა ფილოსოფოსმაც, მათ შორის: პითაგორელებმა, რომელთა რიცხვთა ჰარმონიის დებულებები აისახა პლატონის ფორმათა თეორიაში; ანაქსაგორას მიმდევრებმა, რომლებიც თავის მხრივ სოკრატეს ასწავლიდნენ და რომელთაგანაც მომდინარეობს სწავლება ცნობიერების ყოვლისმომცველობაზე; პარმენიდეს მიმდევრებმა, რომელთა მიხედვით ყველა საგანი ერთი მთლიანის ნაწილია, რაც შესაძლოა სულზე პლატონისეული მოძღვრების საფუძველი გახდა.

შრომები


სოკრატესგან განსხვავებით პლატონი საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს წერილობითი ფორმით ქმნიდა და, შესაბამისად, შთამომავლობას დიდი რაოდენობით ხელნაწერი დაუტოვა. პლატონის წერილებში ასახულია კამათი მმართველობის შესაძლო საუკეთესო ფორმებზე, იხილავს რა არისტოკრატიას, დემოკრატიას, მონარქიას, ოლიგარქიას და ა.შ. ცენტრალური თემა მის ნაშრომებში უკავია კონფლიქტს ბუნებასა და საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებს შორის, მემკვიდრეობაზე, ადამიანური გონებისა და ხასიათის გარემოზე (დიდი ხნით ადრე თანამედროვე "ბუნება აღზრდის პირისპირ" დებატების დაწყებამდე, ტომას ჰობსისა და ჯონ ლოკის დროს), განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. ამ პრობლემათა დეტალურმა განხილვამ შემდგომში ისეთ იდეათა და არგუმენტთა აღმოცენება გამოიწვია, რომლებიც დღემდე თანამედროვეე ფილოსოფოსთა დავის საგანია. მის თანამედროვე მოაზროვნეთაგან განსხავევებით პლატონი ამტკიცებდა, რომ ძირითადი განსხვავება ცოდნასა და ჭეშმარით რწმენას შორის იყო მათი განხილვის საგანთა ბუნება: ცოდნა იყო უკვდავი სინამდვილე, მაშინ როცა ჭეშმარიტი რწმენა იყო ეფემერული, დამოკიდებული სინამდვილე.

პლატონი უმეტესწილად დიალოგების ფორმით წერდა. ადრეულ დიალოგებში რამდენიმე პერსონაჟის დისკუსიაა აღწერილი, სადაც თემის განხილვა ხდება პერსონაჟების მიერ ერთმანეთისთვის დასმული კითხვების სახით. ამ დიალოგების მთავარი მოქმედი პირია სოკრატე. ამით პლატონმა სათქმელის მიტანა მკითხველამდე მოახდინა სადა, ლაღი და მეცნიერული ტერმინოლოგიის დახვავების გარეშე. მათ სოკრატესეულ დიალოგებს უწოდებენ.

დიალოგთა წარმართვის სტილი მნიშვნელოვანწილად შეიცვალა პლატონის ცხოვრების განმავლობაში. დამკვიდრებულია აზრი, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები სოკრატეს იდეებზეა დამყარებული, მაშინ როცა მისი გვიანდელი შრომები სულ უფრო მეტად ემიჯნება პლატონის ყოფილი მასწავლებლის შეხედულებებს. შუალედურ დიალოგებში სოკრატე ხდება პლატონის საკუთარი ფილოსოფიის მქადაგებელი, ხოლო კითხვა-პასუხის სტილი კი შედარებით ფორმალურ ხასიათს ატარებს: მთავარი ფიგურა განასახიერებს პლატონს, ხოლო მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი მხოლოდ "ჰო"–ს, "რა თქმა უნდა"–ს ან "ნამდვილად"–ის თქმის ფუნქციას იძენენ. გვიანდელი დიალოგები ტრაქტატის ხასიათისაა, სადაც სოკრატე ხშირად აღარ ფიგურერებს ან ხშირ შემთხვევაში სდუმს. ასევე საყოველთაოდ მიიჩნეულია, რომ ადრეული დიალოგები ეყრდნობა სოკრატეს ნამდვილ დისკუსიებს, ხოლო გვიანდელი დიალოგები მთლიანად პლატონს ეკუთვნის. გაურკვევლობა იმაში, თუ რომელი დიალოგები ეკუთვნის სინამდვილეში სოკრატეს, ცნობილია როგორც "სოკრატეს პრობლემა".

დიალოგის ფარული მიზანსცენა პლატონსა და მკითხველს ფილოსოფიური დისკუსიის დამკვირვებლის როლს ანიჭებს; მკითხველს შემეცნების არა ნაკლებ ორი არჩევანი აქვს: მონაწილეობა მიიღოს დიალოგებში განხილულ საკითხებში, ან უბრალოდ მიჰყვეს მას რათა შეიცნოს ნაშრომში აღწერილ ხასიათთა თვისებები. დიალოგის ფორმატი ასევე საშუალებას აძლევს პლატონს არაპოპულარული მოსაზრებები არასიმპათიურ პერსონაჟთა პირით გამოხატოს, როგორიცაა თრასიმაქუსი "რესპუბლიკა"-ში.



მეტაფიზიკა

მეტაფიზიკა (ის, რაც ფიზიკის მიღმაა) წარმოადგენს ფილოსოფიის ნაწილს, რომელიც სწავლობს ყოფიერების, სამყაროსა და სინამდვილის, როგორც ასეთთა, პირვანდელ არსს. ამ ტერმინს გამოიყენებენ იმის აღსანიშნავად, რაც გრძნობადი აღქმის ფარგლებს სცილდება. ზოგადად ”მეტაფიზიკურით” აღნიშნავენ საგნის იდეალურ ბუნებას, მის არსს, საზრისს. ”პირველი ფილოსოფია” ანუ მეტაფიზიკა მოიცავს ონტოლოგიას და ეპისტემოლოგიას (გნოსეოლოგიას). მეტაფიზიკა ზოგჯერ იღებს მისტიკისა და ოკულტიზმის სახეს.
ეპისტემიოლოგია

სოკრატე

სოკრატე


სოკრატე (ბერძნ. Σωκράτης) (დ. 4 ივნისი, ძვ. წ. 470 ― გ. 7 მაისი, ძვ. წ. 399) — ბერძენი, ათენელი ფილოსოფოსი.

წყაროები სოკრატეზე

სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.

ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები“ („Socratis et Socraticorum Reliquiae“) აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო.

ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე, ვისგანაც სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია.

უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში“ სოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში“ ასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნიშნავს, რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.


განაჩენი და სიკვდილი

სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში, სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელოპონესის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, როცა ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას, ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა, რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ. ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება. საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა, რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით ათენა, ათენის მფარველი ქალღმერთი, მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა. სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა, და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო. მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანი გამო, რომელიც მისა თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა. თუმცა პლატონის აპოლოგიაში სოკრატე დაჟინებით უარყობს ამგვარ ბრალდებას. სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა.

პლატონის აპოლოგიაში მოყვანილ სოკრატეს დაცვის სიტყვაში, სოკრატეს მიერ ათენელთა თავის მობეზრება იმით დაიწყო, როცა მისმა მეგობარმა ხერფონმა დელფოს სამისნოს ორაკულს ჰკითხა თუ სოკრატეზე ჭკვიანი ვინმე არსებობდა; რაზეც ორაკულმა უარყოფითი პასუხი გასცა. სოკრატეს აზრით ორაკულის სიტყვები ორაზროვანი იყო და ოკრატეზე უფრო ჭკვიანი ადამიანის პოვნას ისახავდა მიზნად. ათენის მოქალაქეებს იგი ცხოვრების ავ-კარგიანობაზე მათი ცოდნის შესახებ ეკითხებოდა. აღმოაჩინა რა, რომ საპირისპიროს რწმენის მიუხედავად მათ არაფერი იცოდნენ, სოკრატემ დაასკვნა, რომ ის სხვებზე უფრო ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკუთარი უმეცრება გათვითცნობიერებული ჰქონდა. სხვათა წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე კი მცდარი იყო.


ფილოსოფია

სოკრატეს მეთოდი

დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი“ და „სამართალი“, ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში“. ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად, უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად.

ამ მეთოდით, შეკითხვათა სერია დაისმის, რათა გაირკვეს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქვეცნობიერი რწმენები და მათი ცოდნის ხარისხი. სოკრატესეული მეთოდი ჰიპოთეტური გამორიცხვის ნეგატიური მეთოდია, სადაც უკეთესი ჰიპოთეზები ჩნდება კონფლიქტური ჰიპოტეზების მუდმივი გამოვლენითა და გამორიცხვით. მისი მიზანია აიძულოს ადამიანი შეაფასოს საკუთარი შეხედულებები და მათი საფუძვლიანობა.

ფილოსოფიური შეხედულებები 

სოკრატეს ფილოსოფიური შეხედულებების აღწერა საკმაოდ რთული საქმეა. ვინაიდან მას თავად არაფერი დაუწერია, ძირითადი დასაყრდნობი ქსენოფონტისა და პლატონის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აღწერებია. დებატები თემაზე, სინამდვილეში სოკრატეს მოსაზრებანი პლატონს ეკუთვნის თუ არა, დღემდე აქტუალურია, და ამის კონკრეტული დამასაბუთებელი წყარო არ არსებობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სოკრატეს საერთოდ არ გააჩნდა რაიმე გარკვეული შეხედულება ან რწმენა და მისი მიზანი მხოლოდ შეფასება იყო. „რესპუბლიკაში“ მოყვანილი ტევადი თეორიები მიჩნეულია თავად პლატონის მოსაზრებებად. სხვანი ამტკიცებენ, რომ სოკრატეს სინამდვილეში გააჩნდა საკუთარი პოზიცია, თუმცა ძნელია მასსა და პლატონს შორის საზღვრის გავლება, ვინაიდან თვით პლატონის დრამატული წერის სტილის ინტერპრეტაციაც კი თითქმის შეუძლებელია. მაშასადამე, ეს ფაქტი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ სოკრატესეული ნააზრევის ინტერპრეტაციის მცდელობისას.

„დიალოგებიდან“ შეიძლება დავასკვნათ, რომ სოკრატეს მხოლოდ ორი მასწავლებელი ჰყოლია: პროდიკუსი, გრამატიკოსი, და დიოტიმა, ქალი მანტინეადან, რომელმაც მას ეროსის, ანუ სიყვარულის შესახებ ასწავლა. მისი ცოდნა სხვა თანამედროვე მოაზროვნეთა შესახებ, მაგ. პარმენიდე და ანაქსაგორა, ნათელია რამდენიმე დიალოგიდან და ისტორიული წყაროები ხშირად მათაც მოიხსენებენ, როგორც სოკრატეს მასწავლებლებს. თავად აპოლონიც შეიძლება მივიჩნიოთ მის მაწავლებლად, ვინაიდან, როგორც თავად ამტკიცებდა (პლატონის აპოლოგია) გამუდმებული საუბრის ჩვევა მისი ღვთისმორჩილების გამოხატულება იყო.

ცოდნა

სოკრატეს მიაკუთვნებენ გამოთქმას, რომ მისი ცოდნა საკუთარი უმეცრების აღიარებით შემოიფაგლება. მისი მრწამსით, ცუდისქნა უმეცრების შედეგი იყო და ცუდისმქნელებს უკეთესი ცოდნა არ გააჩნდათ. ერთი რამ, რის ცოდნასაც სოკრატე ხშირად ხაზს უსვამდა იყო „სიყვარულის ხელოვნება“, რომელსაც ის უკავშირებდა „ცოდნის სიყვარულს“, ანუ ფილოსოფიას. მისი თქმით, ის მცოდნე კი არ იყო, არამედ მხოლოდ ესმოდა გზა, რომელიც ცოდნის მოყვარულს უნდა გაევლო მის მისაღებად. ამასთან საკამათოა, სჯეროდა თუ არა სოკრატეს, რომ ადამიანებს (ღმერთებისგან განსხვავებით) შესწევდათ უნარი, მცოდნეები გამხდარიყვნენ. მეორეს მხრივ, მან მკვეთრი ზღვარი გაავლო ადამიანურ უმეცრებასა და იდეალურ ცოდნას შორის. „სიმპოზიუმსა“ და „რესპუბლიკა“-ში აღწერილია ცოდნამდე მისვლის მისეული მეთოდიკა.

მორალი 

სოკრატეს სწამდა, რომ ადამიანთა ცხოვრების საუკეთესო გზა თვით-განვითარებაზე ყურადღების გამახვილება იყო და არა მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ის მოუწოდებდა სხვებს კონცენტრაცია მეგობრეობასა და კომუნაზე მოეხდინათ, ვინაიდან მისი აზრით ეს იყო საუკეთესო საშუალება საერთო ეროვნული შეგრეძნების განვითარებისთვის. მისი მოქმედებაც ამის დასტურია: სოკრატემ მიიღო სასიკვდილო განაჩენი, მაშინ როცა ყველა მიიჩნევდა, რომ ის უბრალოდ დასტოვებდა ათენს; სოკრატეს მიაჩნდა, რომ მას არ შეეძლო კომუნის ნების წინააღმდეგ გაქცეულიყო; ასევე, მისი რეპუტაცია სამხედრო მამაცობისთვის შეუფასებელი დარჩა.

პოლიტიკა

როგორც ხშირად მიიჩნევენ სოკრატეს სწამდა, რომ „იდეალები ეკუთვნის სამყაროს, რომლის გაგება მხოლოდ მცოდნე ადამიანს შეუზლია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ფილოსოფოსი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც მართვის მორალური უფლება აქვს. პლატონის თანახმად, სოკრატე საკმაოდ პირდაპირი იყო მმართველობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებში. ის ღიად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიას, რომელიც მის ცხოვრებაში ათენს მართავდა. უფრო მეტიც, სოკრატე ეწინააღმდეგებოდა მმართველობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც არ შეესაბამებოდა ფილოსოფოსთა მიერ მართული წმინდა რესპუბლიკის მისეულ იდეალს. სოკრატეს ცხოვრების ბოლო წლებში ათენი გამუდმებული მწვავე პოლიტიკური დებატების ქვეშ იმყოფებოდა. შედეგად დემოკრატია გადაგდებულ იქნა ოცდაათი ტირანით ცნობილი ხუნტის მიერ, პლატონის ნათესავის, კრიტიასის მეთაურობით, რომელიც ასევე სოკრატეს სტუდენტი იყო. ტირანები ქალაქს ერთი წლის განმავლობაში მართავდნენ, რის შემდეგაც ათენის დმოკრატია აღდგენილ იქნა, ტირანთა ქმედებებისთვის კი ამნისტია გამოცხადდა.

ზემოთ მოყვანილ არგუმენტს ბევრი უარჰყოფს. მოცემული თემა, თუ რა სწამდა სინამდვილეში სოკრატეს, უდიდესი ფილოსოფიური დებატების საგანია. ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ სოკრატეს ფილოსოფოს მეფეთა იდეის არ სწამდა მისი პოლიტიკური პროცესებისგან სრული გამიჯვნა იყო. ის ხშირად ახსენებდა, რომ მას არ შეეძლო ერჩია ხალხისთვის როგორ უნდა ეცხოვრათ, მაშინ როცა თავად არ იყო გარკვეული ამაში. ფილოსოფოსი მისი აზრით ცოდნის მოყვარულია, და არა თვით მცოდნე.

მისტიციზმი

პლატონის დიალოგების კითხვისას, სოკრატე ხშირად ეხება მისტიურ მხარეს რეინკარნაციისა და მისტიური რელიგიების განხილვით; თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს უფრო პლატონის მოსაზრებებია. მიუხედავად ამისა, ვინაიდან დარწმუნებული არა ვართ პლატონისა და სოკრატეს მსოფლმხეველობათა განსხვავებაში, ზემოთ ხსენებულის უარყოფა შეუძლებელია. ამასთან, არსებობს პარალელები ქსენოფონტის ნაშრომებშიც. ფილოსოფიური გზის მწვერვალზე, როგორც პლატონის სიმპოზიუმსა და რესპუბლიკაშია განხილული, მავანი აღწევს „სილამაზის ზღვას“ ანუ „კარგი“-ს ადგილსამყოფელს, განიცდის რა მისტიურ შთაგონებას; მხოლოდ მაშინ შეუძლია მას გახდეს მცოდნე.

ამ განხილვის უდაოდ ყველაზე საინტერესო მხარეა სოკრატეს დამოკიდებულება „დემონზე“, როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, ანუ ხმაზე, რომელიც მხოლოდ სოკრატეს ესაუბრებოდა ყოველთვის, როცა სოკრატე შეცდომის დაშვებას აპირებდა. სწორედ ეს დემონი იყო, რომელმაც სოკრატე პოლიტიკაში შესვლისგან იხსნა. ფედრუსის მიხედვით, სოკრატე მას ღვთიურ სიგიჟედ თვლიდა, ანუ სულიერი ავადმყოფობის ფორმად, რომელიც გვაძლევს პოეზიას, მისტიციზმს, სიყვარულს და თვით ფილოსოფიასაც. ალტერნატიულად, დემონი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინტუიცია; თუმცა ბერძნული სიტყვა აშკარად მიუთითებს სულზე ან არსებაზე, რომელსაც შეიძლება მფარველი ანგელოზი ვუწოდოთ, და როგორც ჩანს სოკრატე ამ დემონს პერსონალურ თვისებებსა და ხმას ანიჭებდა.

პროზაული წყაროები

პლატონი, ქსენოფონტი და არისტოტელე ძირითადი წყაროებია ისტორიულ სოკრატეზე; თუმცა, ქსენოფონტი და პლატონი მისი უშუალო მოწაფეები იყვნენ და მიიჩნევა, რომ მათ სოკრატე გაიდეალიზებული ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ეს სოკრატეს აღწერის ერთადერთი წყარეობია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. არისტოტელეც ხშირად მოიხსენიებს სოკრატეს თავის ნაშრომებში, თუმცა მხოლოდ გადაკვრით.

სოკრატეს დიალოგები

სოკრატეს დიალოგები არის პლატონისა და ქსენოფონტის მიერ დაწერილ დიალოგთა სერია სოკრატესა და მისი დროის სხვა ადამიანთა შორის, ან მსჯელობები სოკრატეს კონცეფციებზე მის მიმდევართა შორის. ბოლო მათგანს მიეკუთვნება პლატონის ფაედო. თუმცა პლატონის აპოლოგია სოკრატეს მიერ წარმოთქმული გასამართლებელი სიტყვაა, ისიც სოკრატესეულ დიალოგთა შორის მოიხსენიება.

პლატონის დიალოგები მოპასუხეთა სიტყვების პირდაპირი გადმოცემაა, მაშინ როცა ქსენოფონტის დიალოგები დაწერილია, როგორც ისტორია, რომელშიც აღწერილია დიალოგის კონტექსტი მოსაუბრეთა ციტატების თანხლებით.

პლატონი საკუთარ იდეებს მოსაუბრის პირით არ აცხადებს, ის ამ იდეებს სოკრატესეული მეთოდით ხსნის. დიალოგთა უმრავლესობაში მოყვანილია პლატონის მიერ ამ მეთოდის გამოყენების ნიმუშები, თუმცა ამის ყველაზე სრულყოფილი ასახვა მხოლოდ ეუტიფროშია მოცემული. ამ დიალოგებში სოკრატესა და ეუტიფროს დისკუსია ეხება შეკითხავზე „რას ნიშნავს რწმენა?“ პასუხის სრულყოფას.

პლატონის დიალოგებში ცოდნა მოდის დამახსოვრების პროცესში. სული, მის სხეულში ინკარაციამდე, იდეათა სამყაროში იმყოფებოდა. აქ ის ხედავს საგნებს როგორც ისინი სინამდვილეში არიან, და განსხვავდებიან დედამიწაზე დანახულ თუ განცდილ აჩრდილებსა და ასლებზე. შეკითხვების პროცესით სულმა შესაძლოა გაიხსენოს იდეები მისი წმინდა სახით, აღწევს რა ამით ცოდნას.

სოკრატეს იდეათა პლატონისეულ აღწერაზე დაყრდნობით გაურკვეველია თუ ამ იდეათაგან რომელი ეკუთვნოდა სინამდვილეში სოკრატეს (ან მის მეგობრებს), რაც ცნობილია, როგორც სოკრატეს პრობლემა. როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები უფრო ახლოა სოკრატესთან, ვიდრე მისი გვიანდელი შრომები, განსაკუთრებით კი ფაედო, რომელიც უფრო პლატონის ცნობიერებათა ნაყოფი უნდა იყოს.




Thursday, December 8, 2011

30 დღიანი ღამე

ოცდაათ დღიანი ღამე (ინგლ. 30 Days of Night) არის 2007 წლის საშინელებათა ფილმი, დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომიქსის მინისერიებზე. ფილმის რეჟისორი გახლავთ დევიდ სლეიდი, მთავარ როლებში კინო-ვარსკვლავებით: ჯოშ ჰარტნეტი, მელისა ჯორჯი და დენი ჰიუსტონი. აშშ-ს მასშტაბით ფილმის გამოსვლის თარიღია 2007 წლის 19 ოქტომბერი, დიდ ბრიტანეთსა კი 2007 წლის 1 ნოემბერი, Columbia Pictures-ის მიერ. ფილმში მოქმედება ხდება ალასკის პატარა ქალაქ ბაროუში, რომელსაც 30 უსინათლო დღის განმავლობაში ვამპირები დაეპატრონებიან. ქალაქში ჩარჩენილი ადამიანები კი ერთი თვის მანძილზე იბრძვიან გადარჩენისათვის.

Add caption




ალასკას პატარა ქალაქის - ბაროუს მკვიდრნი ემზადებიან ”30 დღიანი ღამისათვის”, ესაა პერიოდი ზამთრის განმავლობაში, როდესაც მზე არ ჩანს, როდესაც მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან სამხრეთით ინაცვლებს.

უსინათლო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბაროუში გემით ჩასული ”უცნობი” (ბენ ფოსტერი) გადაწყვეტს ქალაქში საბოტაჟის მოწყობას იმ იმედით, რომ თავად გახდება ვამპირთაგანი, თუ მათ ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარება.






ამასობაში ქალაქის შერიფი - ებენ ოლესონი (ჯოშ ჰარტნეტი), რომელიც ცდილობს უცნობი ბოროტმოქმედის დაკავებას, შეიტყობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ - სტელა ოლესონმა (მელისა ჯორჯი) ვერ მიუსწრო უკანასკნელ თვითმფრინავს და იძულებულია გაატაროს 30 დღე ბაროუში. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთში კონტაქტს ერიდება, სტელა დაეხმარება ებენს ქალაქის სასადილოში ”უცნობის” დაპატიმრებაში. ხელბორკილის დადების შემდგომ იგი ბაროუს სასჯელაღსრულების ორგანოში გადაყავთ.




დაპატიმრებული ”უცნობი” გისოსებიდან ესაუბრება ებენს, სტელას, ებენის თინეიჯერ ძმას - ჯეიკს (მარკ რენდალი) და ბებიას იმ საშინელების შესახებ, რაც მალე თავზე დაატყდებათ მათ. სწორედ ამ მომენტში ვამპირები შეუტევენ ბაროუს ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ცენტრს და თიშავენ ელექტრო ენერგიას, რაც იწვევს ქალაქის ჩაბნელებას და გარე სამყაროსგან განცალკევებას. ებენი იძულებულია წავიდეს სატელეკომუნიკაციო ცენტრში, სადაც პოულობს ოპერატორის მოკვეთილ თავს. ამის შემდგომ იგი ბრუნდება ქალაქში ”სასტიკი ბოროტმოქმედის” დასაკავებლად.



სწორედ ამ დროს ვამპირები, მარლოუს (დენი ჰიუსტონი) ხელმძღვანელობით, თავს დაესხმებიან ქალაქს. ვამპირები საუბრობენ უძველეს ენაზე, სწორედ ამიტომ ფილმში სუბტიტრებია გამოყენებული. იარაღი მათ წინააღმდეგ უძლურია, მხოლოდ ტყვიის თავში დახლითაა შესაძლებელი მათი განადგურება. ვამპირები დახოცავენ ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ებენის ბებიის ჩათვლით, გადარჩენილები კი თავს ბაროუს სასადილოს შეაფარებენ. ვამპირები თავს დაესხმებიან ებენსა და სტელას, თუმცა ბიუ ბრაუერი (მარკ ბუნ უმცროსი), თოვლსაწმენდი მანქანის მძღოლი, გადაარჩენს მათ. გადარჩენილები ვამპირებს ემალებიან იმ ადამიანთა სახლებში, რომლებმაც ადრევე მიატოვეს ბაროუ. ებენი, მისი ძმა, სტელა და კიდევ რამდენიმე ადამიანი იმალება ერთ-ერთი ასეთი სახლის სხვენში. ამასობაში მარლოუ მიდის პოლიციის განყოფილებაში დაკავებულ ”უცნობთან” და ეუბნება, რომ ისინი (ვამპირები) მალე მიხედავენ მასაც... თუმცა შეპირებისამებრ მისი ვამპირად გადაქცევის საწინააღმდეგოდ, მარლოუ კლავს ”უცნობს”, დანარჩენ ვამპირებს კი უბრძანებს, რომ ამოხოცონ ქალაქის მოსახლეობა, არ გადააქციონ ისინი ”თავისიანებად”... ქალაქის მკვიდრთა სრულად ამოწყვეტის შემდგომ კი უბრალოდ გაქრნენ, რათა ადამიანებს კვლავ ეგონოთ, რომ ვამპირები მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში არსებობენ და არა რეალობაში.



მომდევნო ერთი კვირის მანძილზე ებენი, მისი ძმა, სტელა და კიდევ 7 ადამიანი ერთად ემალებიან ვამპირებს სხვენში. მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, უმეტესობა დარჩენას აპირებს, მხოლოდ ვილსონი და მისი მოხუცებული მამა ”დაიკარგებიან” სახლის მიტოვების შემდგომ. ამასობაში, სტელა დაინახავს ერთ-ერთ გადარჩენილ ადამიანს, რომელიც ქალაქის დაცარიელებულ ქუჩებში დადის და დახმარებას ითხოვს, სინამდვილეში მას ვამპირები იყენებენ როგორც სატყუარას სხვათა პოვნისა და მოკვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ებენი ყველაფერს ხვდება, იგი მაინც გადაწყვეტს გოგონას შველასა და ამასობაში შემთხვევით აღმოაჩენს კიდევ ერთ გადარჩენილთაგანს - ჯონ რიის, რომელიც იმალება ერთ-ერთი სახლის ქვეშ. ებენი გადაწყვეტს მის დახმარებსა, თუმცა შეიტყობს რა, რომ იგი ვამპირადაა ქცეული - კლავს. სწორედ ამ დროს აღმოაჩენს იგი, რომ ვამპირების მოკვლის ერთადერთი გზა მათთვის თავის მოკვეთაა.




გარკვეული დროის შემდგომ გადარჩენილებს სურსათი გამოელევათ. ისინი იძულებულნი არიან ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში შეიპარონ, სადაც აღმოაჩენენ პატარა გოგნას - ვამპირს, რომელიც ერთ-ერთი მათგანის დაჭრას ახერხებს. ამის შემდგომ ებენი უბრძანებს ყველას წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში, რათა იქ დაემალონ ვამპირებს. თავად კი ცდილობს მათი ყურადღების მიპყრობას. იგი გარბის ბებიამისის სახლისაკენ, სადაც ეგულება ულტრაიისფერი განათების სისტემა. მას შემდგომ, რაც ხელში ჩაიგდებს განათების წყაროს, იგი სინათლეს მიმართავს იმ ვამპირებისაკენ, რომლებიც მას უკან გაყვნენ. ეს სინათლე წვავს ერთ-ერთ ვამპირ ქალს, სახელად ირისს, რომელსაც საბოლოოდ მაროუ თავად კლავს შემდეგი მიზეზით: ”რაც შესაძლოა გატყდეს, უნდა გატყდეს”... ამავდროულად ებენი ახერხებს ბებიის სახლიდან გაქცევას და ვამპირებს ხელიდან უსხლტება. ამასობაში ბიუ ”მანქანა-ხერხით” ანადგურებს ვამპირთა ნაწილს. მას შემდგომ, რაც იგი ადგილობრივ სასტუმროს შენობას შეეჯახება, მექანიზმი მწყობრიდან გამოდის. ვამპირებით გარშემორტყმულ შენობაში მარტოდ დარჩენილი ბიუ კი ხელთ არსებულ დინამიტებით სავსე ყუთს აფეთქებს თავის მოკვლის მიზნით, თუმცა საუბედუროდ აფეთქების შემდგომ ცოცხალი გადარჩება და თავად მაროუ მეტად სასტიკად კლავს მას. ყოველივე ეს კი ებენს საჭირო დროს აძლევს მიაღწიოს პოლიციის განყოფილებამდე. იქ ერთ-ერთი გადარჩენილთაგანი - კარტერ დევისი (ნათანიელ ლისი), რომელიც გოგონა-ვამპირმა დაჭრა, ვამპირად გადაიქცევა. თუმცა სრულად გარდაქმნამდე, სანამ მასში კიდევაა დარჩენილ ადამიანური გრძნობები, იგი ემუდარება ებენს თავი მოჰკვეთოს მას. ებენიც თანხმდება...



ორი კვირის შემდგომ ებენი და სტელა პოულობენ ებენის თანაშემწეს - ბილ კიტკას (მენიუ ბენეტი) თავად ბილის ნიშნის წყალობით. ებენი და სტელა ახერხებენ ბილის სახლამდე მიღწევას. როდესაც ვამპირები მათ სახლს დაესხნენ თავს, ბილმა საკუთარი ხელით მოკლა მეუღლე და ქალიშვილები, თვითმკვლელობის განხორციელებისას კი იარაღი გაუფუჭდა. ებენს და სტელას ისიც მიყავთ პოლიციის განყოფილებში. ამასობაში აღმოაჩენენ, რომ ”თანაგუნდელები” დასამალად სხვა შენობაში გადასულან, რომელსაც ჯერ კიდევ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ებენი, სტელად და ბილიც გადაწყვეტენ იქ წასვლას... ამასობაში სტელა გადაარჩენს პატარა გოგნას - გეილ რობინსონს, რომელსაც ვამპირი - ზურიალი (ჯონ რაულსი) მისდევს მოსაკლავად. ბილი და ებენი ცდილობენ ვამპირის შეჩერებას, სანამ სტელას გოგონა უსაფრთხო ადგილას გადაყავს.


საბოლოოდ, სამივე მათგანი მიაღწევს სასურველ შენობას. ებენი დიდად მოხარულია თანაგუნდელთა ხილვით, თუმცაღა უეცრად ბილის თავს ესხმის ვამპირი, რის შემდგომაც ებენი იძულებულია თავი მოჰკვეთოს ვამპირის მიერ დაჭრილ მეგობარს.

მზის ამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ვამპირები ცეცხლს უკიდებენ შენობებს, რათა საკუთარი კვალი გაანადგურონ. ალყაში მოქცეულ ებენს, თანამოძმეთა გადარჩენის მიზნით, საკუთარი ხელით შეყავს ორგანიზმში ვამპირის (ბილის) სისხლი. მისი აზრით, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მარლოუს დამარცხება. სასტიკი ბრძოლის შემდგომ, ებენი საკუთარი მუშტით კლავს მარლოუს, წინამძღოლის გარეშე დარჩენილი ვამპირები კი მზის ამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქრებიან.

...ებენი და სტელა ერთად შეჰყურებენ მზის ამოსვლას და საბოლოოდ კოცნიან ერთმანეთს საყვარელი ქალის მკერდს მიყრდნობილი ებენის ფერფლად ქცევამდე. ფილმის დასასრულს სტელა ხუჭავს თვალებს, არწევს რა ებენის ფერფლადქცეულ გვამს...


კადრები ფილმიდან










































Wednesday, November 30, 2011

     ფრიც ჰაარმანი თვით სასამართლომაც კი ნამდვილ ვამპირად აღიარა. მან 27 ადამიანის სიცოხლე შეიწირა. მკვლელობის ხერხი კი საკმაოდ გამორჩეული ჰქონდა. იგი მსხვერპლს კისერში კბენით კლავდა. ჰაარმანი უდავოდ განსხვავებული მანიაკი იყო გერმანიის ისტორიაში. იგი საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს-თავი მოკვეთეს, რომელიც დღესაც ინახება გოტინგენის უნივერსიტეტში.


             ფრედრიხ (ფრიც) ჰენრიხ კარლ ჰაარმანი დაიბადა 1879 წლის 25 ოქტომბერს ოლე ჰაარმანის ოჯახში. მამამისი ოლე საკმაოდ ბნელი, გაუნათლებელი,თუმცა ფიცხი ხასიათის პიროვნება იყო. ფრიცს მისი ეშინოდა და ეზიზღებოდა კიდეც. იგი საკმაოდ მოუსვენარი ახალგაზრდა იყო და ამიტომ მოზარდობაში ციხეც კი ემუქრებოდა, მაგრამ მამამისმა ოლემ ციხეს იუნტერ-ოფიცრების სკოლა არჩია და შვილი იქ გააგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ფრიცს სწავლა-განათლება სულაც არ იზიდავდა, საკმაოდ კარგი ჯარისკაცი იყო. 20 საუკუნის დასაწყისში იგი ხვდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ფრიცი დააპატიმრეს და ბრალი დასდეს პატარა ბიჭების შეცდენაში, (იგი ჰომოსექსუალი იყო), მაგრამ ექიმებმა შეურაცხადად სცნეს. (მე პირადად ძალიან მაინტერესებს იუნტერ-ოფიცრების სკოლაში როგორ ვერ შეამჩნიეს მისი შეურაცხადობა, თუ ეს მართლა ასე იყო). 1904 წელს ჰაარმანი გაიქცა ფსიქიატრიულიდან და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. იქ დაახლოებით 1 წელი დაჰყო, შემდეგ კი კვლავ ჰანოვერში დაბრუნდა. მამამისს სულაც არ მოეწონა შვილის დაბრუნება, რის გამოვ იჩხუბეს და ფრიცმა მამის სახლი სამუდამოდ დატოვა. საბოლოოდ ისევ ჯარში დაბრუნდა.


ისტორიულ დოკუმენტაციაში არ მოიპოვება იმის დამამტკიცებელი ინფორმაცია, რომ ჰაარმანი პირველი მსოფლიო ომის საომარ ვითარებებში იღებდა მონაწილეობას. თუმცა 1918 წლიდან იგი საკმაოდ კარგ პენსიას იღებდა. ფრიცმა ამ ფულით საკონდიტრო მაღაზია გახსნა, სადაც ყიდდა არამარტო ფუნთუშებს, არამედ ხორცსაც. (რაც იმ პერიოდის გერმანიისათვის საკმაოდ უჩვეულო იყო, რადგან მოგეხსენებათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანია როგორ გაჭირვებაშიც იყო.) შემდგომში გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ჰაარმანი ადამიანის ხორცით ვაჭრობდა.


მანიაკის პირველი მსხვერპლი გახდა 17 წლის ფრიდელ როტე. იგი სახლიდან გამოქცეული იყო, მაგრამ დედას მისწერა, რომ ”კეთილმა ბიძიამ” შეიფარა და ამავე წერილში მათი მისამართიც მოიხსენია. რა თქმა უნდა ბიჭის დედა ჰანოვერში ჩავიდა შვილის მოსაძებნად (იმ დროისთვის ჰანოვერი ჰომოსექსუალისტების ქალაქად ითვლებოდა). დედა რა თქმა უნდა შვილის ორიენტაციას არ იწონებდა, მაგრამ ცდილობდა მის სწორ გზაზე დაყენებას. პოლიციას აჩვენა შვილის წერილი. ისინი ფრიცს მიადგნენ სახლში. შემდეგში მანიაკი იხსენებს, რომ პოლიცია ზუსტად იმ მომენტში მიადგა მის სახლს, როდესაც ის როტეს გვამს ანაწევრებდა. ბიჭის თავი ფანჯარაზე იდო, რომელსაც მხოლოდ გაზეთი ჰქონდა გადაფარებული. პოლიციამ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა, ხოლო მაგიდაზე ნანახი ხორცი უბრალო ”გავიადინად” ჩათვალა. მანიაკი მაინც დააკავეს 9 თვით, საზოგადოების თავშეყრის ადგილას შეუფერებელი საქმიანობისათვის. გამოსვლისას მიხვდა, რომ ამიერიდან უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო. პარტნიორებიც უფრო უკეთესად უნდა შეერჩია და საერთოდ, სჯობდა პოლიციასთან დამეგობრებულიყო. აქ მას მისი ჯარისკაცის ისტორია გამოადგა. ციხიდან გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ჰაარმანი პოლიციის ერთერთი მთავარი ინფორმატორი გახდა, მას სამართალდამცავი ორგანოების შტატგარეშე თანამშრომლის ნიშანიც კი მისცეს, რაც ხალხის ნდობის მოპოვებაში ეხმარებოდა. თითქმის ყველა მისი მსხვერპლი ჰანოვერის სადგურის მოსაცდელში იყო ამორჩეული. ფრიცი ძირითადად ღამღამობით ”მუშაობდა”, (დღის განმავლობაში კი მაღაზიაში ვაჭრობდა). გვიან ღამით მივიდოდა სადგურზე, ამოარჩევდა ყველაზე ღარიბულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელსაც აჩვენებდა პოლიციელის ემბლემას, შესთავაზებდა საცხოვრებელს. რა თქმა უნდა მაწანწალები მას ენდობოდნენ . რამოდენიმე დღეში მანიაკი მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, მსხვერპლი დიდად არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან ფრიცი ძირითადად ჰომოსექსუალისტებს არჩევდა. თუმცა სიმპათია რამოდენიმე დღის, ან უკეთეს შემთხვევაში რამოდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც ჰაარმანი მსხვერპლს კლავდა. მანიაკი ყველას ერთნაირად უსწორდებოდა: ჯერ მსხვერპლს გონების დაკარგვამდე გაგუდავდა, შემდეგ საძილე არტერიაში კბენდა, საიდანაც რამოდენიმე ლიტრ სისხლს სვამდა. არსანიშნავია ისიც, რომ ჰაარმანს არცერთი ქალი არ მოუკლავს. ის მათ ვენერიული დაავადებების გადამტანად მიიჩნევდა. დაკავების შემდეგ რამოდენიმე პროფესორი ცდილობდა გაერკვიათ მიზეზები ჰაარმანის სისხლზე დამოკიდებულებისა, თუმცა მათ ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ დაადგინეს. გარდა იმისა, რომ მას ვამპირი უწოდეს

ჰაარმანის საძინებელი.

ჰანს გრანსი



1919 წელს ჰაარმანმა გაიცნო 1901 წელს დაბადებული ჰანს გრანსი, რომელიც მისი საყვარელი გახდა. ფრიცს იგი არ მოუკლავს, უფრო მეტიც, კლავდა იმ ხალხს ვისზეც გრანსი მიუთითებდა. 1923 წელს გრანსმა თავის საყვარელს შესთავაზა ადამიანის ხორცით სოსისები გაეკეთებინათ, რის შემდეგაც ისინი ახლომდებარე რესტორნებსა და კაფეებში გაეყიდათ.

1924 წლამდე ჰაარმანი ძირითადად გრანსის მითითებით კლავდა. ,მოტივები უკვე მარტო ”ხორცით” და ”ვამპირიზმით” აღარ შემოიფარგლებოდა, მათ უკვე მერკანტილური ხასიათი ჰქონდათ. მაგალითად, ადოლფ ჰანაპელი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰანსს მისი შარვალი მოეწონა, ხოლო ერნესტ შპეკერი ლამაზი პერანგის გამო. (მანიაკის დაკავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთელი მისი გარდერობი მსხვერპლების ტანსაცმელებისაგან შედგებოდა).

1924 წლის 22 ივნისს მანიაკმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. იგი აიძულებდა ახალგაზრდა მამაკაცს გვარად ფრომსს ძალით წასულიყო მასთან ერთად და ხორცი ეჭამათ. ბიჭმა არ დაუჯერა, მითუმეტეს სადგურში ჰანოვერელი ვამპირის შესახებ ხმები დადიოდა, ამიტომ უარი უთხრა, ჰაარმანმი ძალის გამოყენებას შეეცადა, ბიჭმა რა თქმა უნდა წინაარმდეგობა გაუწია, ამ დროს კი პოლიციამ ორივე დააკავა. ფრომის სიტყვები იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ პოლიციამ ჰაარმანის სახლსა და მაღაზიაში ჩხრეკა ჩაატარა. საკონდიტროში ადამიანის ნარჩენები აღმოაჩინეს. არსებობს ვერსია, თითქოს პოლიციამ გრანსსაც კი მიუსწრო, როდესაც ის ბიჭის გვამს ანაწევრებდა.


ფრიც ჰაარმანი, სურათი გადარებულია სასამართლო პროცესის დაწყებამდე

სასამართლო

სასამართლომდე ჰაარმანი რკინის საკანში ჰყავდათ გამომწყდეული. ხელები და ფეხები ჯაჭვით ჰქონდა დაბმული, რაც 2 მეტრზე მეტად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. მანიაკი ირწმუნებოდა, რომ 27-ვე მკვლელობა მან შეურაცხადობის გამო ჩაიდინა.მიუხედავად ამ განცხადებისა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენის მოსმენის შემდეგ ის ჯერ გაშეშდა, შემდეგ კი გადაიხარხარა და თქვა: ”მე მაინც დავბრუნდები! ხომ იცით, რომ ვამპირები უკვდავები არიან!”

ეს იყო თუ არა დასჯის ხერხის შეცვლის მიზეზი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, გერმანიაში ჩვეულებრივ სიკვდილით დასჯა დახვრეტით ხორციელდებოდა. ფრიც ჰაარმანს კი თავი მოკვეთეს. მისი თავი დღემდე შენახულია გოტინგემის უნივერსიტეტში


გოტინგემის უნივერსიტეტი

მისმა საყვარელმა ჰანსმა, სამუდამო პატიმრობა მიიღო. რაც მოგვიანებით 12 წლიანი კატორღით შეეცვალა.1975 წელს იგი ჰანოვერში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში იგი ირწმუნებოდა, რომ ჰანოვერელი ვამპირის ანგარიშზე 27 მსხვერპლზე გაცილებით მეტია. მისი თქმით, მსხვერპლების რაოდენობა ჰაარმანის სიკვდილის მერეც იზრდებოდა, მაგრამ მისი (ე.ი. ჰანს გრანსის) გარდაცვალების შემდეგ მათი რაოდენობა გაორმაგდება.


 ჰანოვერის სასაფლაო

გრანსი დაასაფლავეს ჰანოვერის სასაფლაოზე, როგორც მისი საყვარელი ჰაარმანი.თუმცა უცნაურია ის ფაქტი, რომ ჰაარმანის საფლავს არავინ არ ეხება, ტურისტებიც კი დაჰყავთ იქ, მაგრამ გრანსის საფლავი დასაფლავებიდან რამოდენიმე კვირაში გატეხეს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ მისი ნარჩენები გაქრა. ეს მოხდა 1975 წელს და იმ დროიდან ახალგაზრდა მამაკაცები კვლავ ქრებოდა ჰანოვერის სადგურიდან…..