Thursday, December 8, 2011

30 დღიანი ღამე

ოცდაათ დღიანი ღამე (ინგლ. 30 Days of Night) არის 2007 წლის საშინელებათა ფილმი, დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომიქსის მინისერიებზე. ფილმის რეჟისორი გახლავთ დევიდ სლეიდი, მთავარ როლებში კინო-ვარსკვლავებით: ჯოშ ჰარტნეტი, მელისა ჯორჯი და დენი ჰიუსტონი. აშშ-ს მასშტაბით ფილმის გამოსვლის თარიღია 2007 წლის 19 ოქტომბერი, დიდ ბრიტანეთსა კი 2007 წლის 1 ნოემბერი, Columbia Pictures-ის მიერ. ფილმში მოქმედება ხდება ალასკის პატარა ქალაქ ბაროუში, რომელსაც 30 უსინათლო დღის განმავლობაში ვამპირები დაეპატრონებიან. ქალაქში ჩარჩენილი ადამიანები კი ერთი თვის მანძილზე იბრძვიან გადარჩენისათვის.

Add caption




ალასკას პატარა ქალაქის - ბაროუს მკვიდრნი ემზადებიან ”30 დღიანი ღამისათვის”, ესაა პერიოდი ზამთრის განმავლობაში, როდესაც მზე არ ჩანს, როდესაც მოსახლეობის ნაწილი ქალაქიდან სამხრეთით ინაცვლებს.

უსინათლო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბაროუში გემით ჩასული ”უცნობი” (ბენ ფოსტერი) გადაწყვეტს ქალაქში საბოტაჟის მოწყობას იმ იმედით, რომ თავად გახდება ვამპირთაგანი, თუ მათ ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარება.






ამასობაში ქალაქის შერიფი - ებენ ოლესონი (ჯოშ ჰარტნეტი), რომელიც ცდილობს უცნობი ბოროტმოქმედის დაკავებას, შეიტყობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ - სტელა ოლესონმა (მელისა ჯორჯი) ვერ მიუსწრო უკანასკნელ თვითმფრინავს და იძულებულია გაატაროს 30 დღე ბაროუში. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთში კონტაქტს ერიდება, სტელა დაეხმარება ებენს ქალაქის სასადილოში ”უცნობის” დაპატიმრებაში. ხელბორკილის დადების შემდგომ იგი ბაროუს სასჯელაღსრულების ორგანოში გადაყავთ.




დაპატიმრებული ”უცნობი” გისოსებიდან ესაუბრება ებენს, სტელას, ებენის თინეიჯერ ძმას - ჯეიკს (მარკ რენდალი) და ბებიას იმ საშინელების შესახებ, რაც მალე თავზე დაატყდებათ მათ. სწორედ ამ მომენტში ვამპირები შეუტევენ ბაროუს ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ცენტრს და თიშავენ ელექტრო ენერგიას, რაც იწვევს ქალაქის ჩაბნელებას და გარე სამყაროსგან განცალკევებას. ებენი იძულებულია წავიდეს სატელეკომუნიკაციო ცენტრში, სადაც პოულობს ოპერატორის მოკვეთილ თავს. ამის შემდგომ იგი ბრუნდება ქალაქში ”სასტიკი ბოროტმოქმედის” დასაკავებლად.



სწორედ ამ დროს ვამპირები, მარლოუს (დენი ჰიუსტონი) ხელმძღვანელობით, თავს დაესხმებიან ქალაქს. ვამპირები საუბრობენ უძველეს ენაზე, სწორედ ამიტომ ფილმში სუბტიტრებია გამოყენებული. იარაღი მათ წინააღმდეგ უძლურია, მხოლოდ ტყვიის თავში დახლითაა შესაძლებელი მათი განადგურება. ვამპირები დახოცავენ ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ებენის ბებიის ჩათვლით, გადარჩენილები კი თავს ბაროუს სასადილოს შეაფარებენ. ვამპირები თავს დაესხმებიან ებენსა და სტელას, თუმცა ბიუ ბრაუერი (მარკ ბუნ უმცროსი), თოვლსაწმენდი მანქანის მძღოლი, გადაარჩენს მათ. გადარჩენილები ვამპირებს ემალებიან იმ ადამიანთა სახლებში, რომლებმაც ადრევე მიატოვეს ბაროუ. ებენი, მისი ძმა, სტელა და კიდევ რამდენიმე ადამიანი იმალება ერთ-ერთი ასეთი სახლის სხვენში. ამასობაში მარლოუ მიდის პოლიციის განყოფილებაში დაკავებულ ”უცნობთან” და ეუბნება, რომ ისინი (ვამპირები) მალე მიხედავენ მასაც... თუმცა შეპირებისამებრ მისი ვამპირად გადაქცევის საწინააღმდეგოდ, მარლოუ კლავს ”უცნობს”, დანარჩენ ვამპირებს კი უბრძანებს, რომ ამოხოცონ ქალაქის მოსახლეობა, არ გადააქციონ ისინი ”თავისიანებად”... ქალაქის მკვიდრთა სრულად ამოწყვეტის შემდგომ კი უბრალოდ გაქრნენ, რათა ადამიანებს კვლავ ეგონოთ, რომ ვამპირები მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში არსებობენ და არა რეალობაში.



მომდევნო ერთი კვირის მანძილზე ებენი, მისი ძმა, სტელა და კიდევ 7 ადამიანი ერთად ემალებიან ვამპირებს სხვენში. მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, უმეტესობა დარჩენას აპირებს, მხოლოდ ვილსონი და მისი მოხუცებული მამა ”დაიკარგებიან” სახლის მიტოვების შემდგომ. ამასობაში, სტელა დაინახავს ერთ-ერთ გადარჩენილ ადამიანს, რომელიც ქალაქის დაცარიელებულ ქუჩებში დადის და დახმარებას ითხოვს, სინამდვილეში მას ვამპირები იყენებენ როგორც სატყუარას სხვათა პოვნისა და მოკვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ებენი ყველაფერს ხვდება, იგი მაინც გადაწყვეტს გოგონას შველასა და ამასობაში შემთხვევით აღმოაჩენს კიდევ ერთ გადარჩენილთაგანს - ჯონ რიის, რომელიც იმალება ერთ-ერთი სახლის ქვეშ. ებენი გადაწყვეტს მის დახმარებსა, თუმცა შეიტყობს რა, რომ იგი ვამპირადაა ქცეული - კლავს. სწორედ ამ დროს აღმოაჩენს იგი, რომ ვამპირების მოკვლის ერთადერთი გზა მათთვის თავის მოკვეთაა.




გარკვეული დროის შემდგომ გადარჩენილებს სურსათი გამოელევათ. ისინი იძულებულნი არიან ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში შეიპარონ, სადაც აღმოაჩენენ პატარა გოგნას - ვამპირს, რომელიც ერთ-ერთი მათგანის დაჭრას ახერხებს. ამის შემდგომ ებენი უბრძანებს ყველას წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში, რათა იქ დაემალონ ვამპირებს. თავად კი ცდილობს მათი ყურადღების მიპყრობას. იგი გარბის ბებიამისის სახლისაკენ, სადაც ეგულება ულტრაიისფერი განათების სისტემა. მას შემდგომ, რაც ხელში ჩაიგდებს განათების წყაროს, იგი სინათლეს მიმართავს იმ ვამპირებისაკენ, რომლებიც მას უკან გაყვნენ. ეს სინათლე წვავს ერთ-ერთ ვამპირ ქალს, სახელად ირისს, რომელსაც საბოლოოდ მაროუ თავად კლავს შემდეგი მიზეზით: ”რაც შესაძლოა გატყდეს, უნდა გატყდეს”... ამავდროულად ებენი ახერხებს ბებიის სახლიდან გაქცევას და ვამპირებს ხელიდან უსხლტება. ამასობაში ბიუ ”მანქანა-ხერხით” ანადგურებს ვამპირთა ნაწილს. მას შემდგომ, რაც იგი ადგილობრივ სასტუმროს შენობას შეეჯახება, მექანიზმი მწყობრიდან გამოდის. ვამპირებით გარშემორტყმულ შენობაში მარტოდ დარჩენილი ბიუ კი ხელთ არსებულ დინამიტებით სავსე ყუთს აფეთქებს თავის მოკვლის მიზნით, თუმცა საუბედუროდ აფეთქების შემდგომ ცოცხალი გადარჩება და თავად მაროუ მეტად სასტიკად კლავს მას. ყოველივე ეს კი ებენს საჭირო დროს აძლევს მიაღწიოს პოლიციის განყოფილებამდე. იქ ერთ-ერთი გადარჩენილთაგანი - კარტერ დევისი (ნათანიელ ლისი), რომელიც გოგონა-ვამპირმა დაჭრა, ვამპირად გადაიქცევა. თუმცა სრულად გარდაქმნამდე, სანამ მასში კიდევაა დარჩენილ ადამიანური გრძნობები, იგი ემუდარება ებენს თავი მოჰკვეთოს მას. ებენიც თანხმდება...



ორი კვირის შემდგომ ებენი და სტელა პოულობენ ებენის თანაშემწეს - ბილ კიტკას (მენიუ ბენეტი) თავად ბილის ნიშნის წყალობით. ებენი და სტელა ახერხებენ ბილის სახლამდე მიღწევას. როდესაც ვამპირები მათ სახლს დაესხნენ თავს, ბილმა საკუთარი ხელით მოკლა მეუღლე და ქალიშვილები, თვითმკვლელობის განხორციელებისას კი იარაღი გაუფუჭდა. ებენს და სტელას ისიც მიყავთ პოლიციის განყოფილებში. ამასობაში აღმოაჩენენ, რომ ”თანაგუნდელები” დასამალად სხვა შენობაში გადასულან, რომელსაც ჯერ კიდევ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია. ებენი, სტელად და ბილიც გადაწყვეტენ იქ წასვლას... ამასობაში სტელა გადაარჩენს პატარა გოგნას - გეილ რობინსონს, რომელსაც ვამპირი - ზურიალი (ჯონ რაულსი) მისდევს მოსაკლავად. ბილი და ებენი ცდილობენ ვამპირის შეჩერებას, სანამ სტელას გოგონა უსაფრთხო ადგილას გადაყავს.


საბოლოოდ, სამივე მათგანი მიაღწევს სასურველ შენობას. ებენი დიდად მოხარულია თანაგუნდელთა ხილვით, თუმცაღა უეცრად ბილის თავს ესხმის ვამპირი, რის შემდგომაც ებენი იძულებულია თავი მოჰკვეთოს ვამპირის მიერ დაჭრილ მეგობარს.

მზის ამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ვამპირები ცეცხლს უკიდებენ შენობებს, რათა საკუთარი კვალი გაანადგურონ. ალყაში მოქცეულ ებენს, თანამოძმეთა გადარჩენის მიზნით, საკუთარი ხელით შეყავს ორგანიზმში ვამპირის (ბილის) სისხლი. მისი აზრით, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი მარლოუს დამარცხება. სასტიკი ბრძოლის შემდგომ, ებენი საკუთარი მუშტით კლავს მარლოუს, წინამძღოლის გარეშე დარჩენილი ვამპირები კი მზის ამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ქრებიან.

...ებენი და სტელა ერთად შეჰყურებენ მზის ამოსვლას და საბოლოოდ კოცნიან ერთმანეთს საყვარელი ქალის მკერდს მიყრდნობილი ებენის ფერფლად ქცევამდე. ფილმის დასასრულს სტელა ხუჭავს თვალებს, არწევს რა ებენის ფერფლადქცეულ გვამს...


კადრები ფილმიდან










































No comments:

Post a Comment